თავში

რუსეთში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - VIDEO - განახლებულია

რუსეთში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - VIDEO
რუსეთში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - VIDEO - განახლებულია

ჩელიაბინსკში, სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლინიკაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ რუსული მედიის ტელეგრამ არხები იუწყებიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია საავადმყოფოს ორი პაციენტი, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათი გარდაცვალების მიზეზი, აფეთქებით გამოწვეული, სასუნთქი აპარატის გაუმართაობა გახდა. 

-12:25-

რუსეთში, ჩელიაბინსკში, სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლინიკაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟანგბადის ბალონების აფეთქების შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system