თავში

რუსეთში ტოქსიკურმა წყალმცენარეებმა ზღვის ბინადრების სიკვდილი გამოიწვია - PHOTO

რუსეთში ტოქსიკურმა წყალმცენარეებმა ზღვის ბინადრების სიკვდილი გამოიწვია - PHOTO
რუსეთში ტოქსიკურმა წყალმცენარეებმა ზღვის ბინადრების სიკვდილი გამოიწვია - PHOTO

რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზღვის არსებების მასობრივი დაღუპვა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის სანაპიროზე, გამოწვეული იყო ტოქსიკური წყალმცენარეებით და არა ადამიანის ფაქტორით. ამის შესახებ BBC წერს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ნაჩვენებია მკვდარი რვაფეხები, სელაპები და ზღვის სხვა ბინადრები. ცნობილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც ავადმყოფობას უჩიოდა. თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ნავთობი არ დაღვრილა.

"წყლის, ნიადაგის ან ზღვის არსებების ნიმუშებში მძიმე მეტალები არ აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ადასტურებს ბუნებრივი დაბინძურების ვერსიას", - განაცხადა სპიკერმა.

რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, დიმიტრი კობილკინმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გაუგებარია, რამ გამოიწვია ზღვის ბინადრების სიკვდილი. მან ასევე დასძინა, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ რატომ იყო წყალმცენარეები ასეთ ტოქსიკური.

ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, როდესაც ზღვის პირველი ბინადარი დაიღუპა, ხალაქტირის სანაპიროზე წყალმა ფერი შეიცვალა და თავისებური სუნი აიკიდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც წყნარი ოკეანის სანაპიროებს იყენებდნენ, სხეულზე გამონაყარს, ქუთუთოების შეშუპებას, ტემპერატურის მატებასა და პირღებინებას უჩიოდნენ.

გარემოს დაცვის ჯგუფმა მომხდარს ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა.

კამჩატკა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე შორეული რეგიონია, რომელიც ცნობილია თავისი ხელუხლებელი ბუნებით და მოქმედი ვულკანებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system