თავში

რუსეთში, ტყის მასივში ხანძარი მძვინვარებს

რუსეთში, ტყის მასივში ხანძარი მძვინვარებს
რუსეთში, ტყის მასივში ხანძარი მძვინვარებს

რუსეთში გასული დღის განმავლობაში 83 ტყის ხანძარი ჩააქრეს, რომელიც 6267  ჰექტარი მიწის ფართობზე ვრცელდებოდა. 159 ხანძრის ჩაქრობა, რომელთა საერთო ფართობი 330 ათასზე მეტი ჰექტარია, მიუწვდომლობის გამო შეჩერდა. ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა იუწყება.

ხანძრის ძირითადი კერები კრასნოიარსკის მხარეში, ირკუტსკსა და ამურის რაიონებში მდებარეობს.

ამ დორისათვის, რუსეთის ტერიტორიაზე ხანძრის 136 კერას აქრობენ, აღნიშნულ რეგიონში ცეცხლი 43 169 ჰექტარზე ვრცელდება.

ხანძრის ჩაქრობაში 4 ათასზე მეტი ადამიანი, 503 ერთეული ტექნიკა და 39 ვერტმფრენი მონაწილეობს.  68 ვერტმფრენი ხანძრის მონიტორინგს ახორციელებს.

რუსეთის 6 რეგიონში ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system