თავში

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პირი ემსხვერპლა

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პირი ემსხვერპლა
რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პირი ემსხვერპლა

ბაშკირეთის რესპუბლიკის, ბლაგოვეშჩენსკის ოლქის, სოფელ ყარაგაიკულთან  ვერტმფრენი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა.  Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, უბედური შემთხვევა კერძო ვერტმფრენში მოხდა.

რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არის მსხვერპლი. Eurocopter AS 350-ის ბორტზე მყოფი სამი ადამიანიდან ორი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

"ერთ-ერთი დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა, მეორე სასწრაფო დახმარების მანქანაში", - აცხადებენ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში.

წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system