თავში

რუსეთთან პირდაპირი ომის ყველას ეშინია - გერმანიის ელჩი უკრაინაში

რუსეთთან პირდაპირი ომის ყველას ეშინია - გერმანიის ელჩი უკრაინაში
რუსეთთან პირდაპირი ომის ყველას ეშინია - გერმანიის ელჩი უკრაინაში

უკრაინას NATO-ში ძალიან გავლენიანი პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის გაწევრიანებას, მაგრამ ალიანსს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია, - ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდგუზენმა განაცხადა.

"NATO კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ეს კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს. ვფიქრობ, უკრაინას გავლენიანი პარტნიორები ჰყავს, რომლებიც ქვეყნის ამბიციას, გახდეს ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ.

მესმის რომ უკრაინის და არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, განიცდიან ფრუსტრაციას, რადგან მათ სურთ მოვლენები სწრაფად განვითარდეს. ალიანსში ქვეყნის მიღება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, NATO-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია. რა თქმა უნდა, NATO-ს ერთ-ერთი უპირატესობა ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლია და ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის. საჭიროა უკრაინას ჰქონდეს გრძელვადიანი მიზნები და ყოველდღე მუშაობდეს ამ მიზნების მისაღწევად", - განაცხადა ფელდგუზენმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system