თავში

რუსეთთან უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებაზე პასუხზე შევთანხმდით - ლუკაშენკო

​რუსეთთან უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებაზე პასუხზე შევთანხმდით - ლ
რუსეთთან უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებაზე პასუხზე შევთანხმდით - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებაზე საპასუხო ქმედებებზე შეთანხდნენ. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

”განსაკუთრებული ყურადღება საზღვრის უკრაინის მონაკვეთზე იქნება - რას ვაპირებთ იქ. ხედავთ, ისინი NATO-ს ჯარებს მიათრევენ იქ, უკრაინაში. სასწავლო ცენტრების საფარქვეშ ისინი რეალურად ბაზებს ქმნიან. შეერთებული შტატები უკრაინაში ბაზებს აყალიბებს. აშკარაა, რომ ჩვენ ამაზე რეაგირება გვჭირდება”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, პუტინთან საუბრისას აღინიშნა, რომ საჭიროა "რაღაც მოქმედებები".

"წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთსა და ბელარუსს პირდაპირ საზღვარზე მალე ექნებათ სიტუაცია, რომელიც მათთვის მიუღებელია, შესაბამისი სიშორის რაკეტების განლაგების ჩათვლითაც კი. ჩვენ ამაზე ხელი არ მოგვიწერია და ამას ვერ დავუშვებთ”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system