თავში

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ

ექიმები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ. 

BBC-ს ინფორმაციით, ექიმებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა.

აქამდე ექიმები ნავალნის გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგები იყვნენ, რასაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ომსკიდან მოსკოვში მიმავალი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. მთავარი ექიმის ალექსანდრე მუხაროვსკის გაცხადებით, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system