თავში

რუსული მედია ინფორმაციას ამახინჯებს - უფლებადამცველები

​რუსული მედია ინფორმაციას ამახინჯებს - უფლებადამცველები
რუსული მედია ინფორმაციას ამახინჯებს - უფლებადამცველები

რუსული მედია სირიაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების დასაფარად საზოგადოებას ატყუებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი (SOHR) ავრცელებს.

"რუსული მედია-სააგენტოებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რათა რუსული ქვედანაყოფებისა და თვითმფრინავების მიერ სირიაში ჩადენილი დანაშაულები დაფარონ. კერძოდ, მედია-სააგენტო ციტირებს "სანდო წყაროს", რომელიც ამბობს, რომ "საჰაერო დარტყმები ჩინეთისა და უზბეკეთის ავიაგამანადგურებლების მიერ საკონტროლო პუნქტების დათვალიერების შემდეგ მოხდა", - ამბობენ სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრში.

უფლებადამცველებმა დაადასტურეს, რომ ავიადარტყმები რუსეთ-თურქეთის დეესკალაციის ზონის ზონაში მეფრინველეობის ფერმებზე, ლტოლვილთა ბანაკებზე, საზოგადოებრივ ობიექტებსა და სამხედრო პოზიციებზე იყო მიმართული. რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად უფლებადამცველებმა ასევე სამი ბავშვისა და ერთი ქალის დაღუპვის ფაქტი დააფიქსირეს.

SOHR-ის თანახმად, რუსული საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ „რუსულმა ავიადარტყმებმა თურქესტანის ისლამური პარტიის სამი პოზიცია გაანადგურა“, მაგრამ სინამდვილეში ავიადარტყმებმა მხოლოდ ლტოლვილთა ბანაკები, მეფრინველეობის ფერმები და წყალსატევები, მათ შორის დასავლეთ იდლიბში ალ-არშანის წყალსატევი გაანადგურა.

ცნობისთვის, 2 იანვრის გამთენიისას რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქ იდლიბის ჩრდილო-დასავლეთი გარეუბნები დაბომბეს. მათ მეამბოხეები აკონტროლებენ, რომელთა წინააღმდეგაც ასადის რეჟიმი ომობს. სირიაში რუსული სამხედრო ბაზებიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა რამდენიმე ობიექტი დაბობმეს. კერძოდ, ისინი თავს დაესხნენ ბანაკს, სადაც ათასობით ლტოლვილი ოჯახი ცხოვრობ. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ბავშვი და ერთი ქალი, დაშავდა კიდევ 10 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system