თავში

Ryanair-ის თვითმფრინავი ხანძრის გამო საფრანგეთში ავარიულად დაეშვა

​Ryanair-ის თვითმფრინავი ხანძრის გამო საფრანგეთში ავარიულად დაეშვა
Ryanair-ის თვითმფრინავი ხანძრის გამო საფრანგეთში ავარიულად დაეშვა

Ryanair-ის თვითმფრინავი მანჩესტერიდან ფაროს მიმართულებით მიფრინავდა, ბორტზე ხანძრის გამო საფრანგეთში ავარიულად დაეშვა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

რეისი FR4052 მანჩესტერიდან პორტუგალიის ფაროს მიმართულებით მიფრინავდა, მაგრამ იძულებული გახდა, ავარიული დაშვება დასავლეთ საფრანგეთში, ბრესტში განეხორციელებინა. მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი იყო. თვითმფრინავმა სწრაფი დაშვება 41 ათასი ფუტის (12,5 ათასი მეტრი) სიმაღლიდან 6 725 ფუტამდე (2050 მეტრი) სულ რაღაც შვიდ წუთში მოახდინა.

მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მედიის ცნობით, საფრანგეთში ჩამოსული ბრიტანელებისთვის მკაცრი საკარანტინო წესების მიუხედავად, მგზავრებს უფლება, მიეცათ სხვა თვითმფრინავში გადასულიყვნენ და პორტუგალიისკენ მგზავრობა გაეგრძელებინათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system