თავში

საბედისწერო ინციდენტი თუ განზრახ მკვლელობა - სკანდალური მკვლელობის დეტალები

საბედისწერო ინციდენტი თუ განზრახ მკვლელობა - სკანდალური მკვლელობის დეტალები
საბედისწერო ინციდენტი თუ განზრახ მკვლელობა - სკანდალური მკვლელობის დეტალები

ალეკ ბოლდუინი შემთხვევითი მკვლელობის მთავარი ფიგურანტი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე გახდა. ინციდენტის შედეგად, რომელიც ნიუ-მექსიკოში მოხდა, უკრაინელი წარმოშობის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაიჭრა.

ჯგუფი ფილმზე "ჟანგი" მუშაობდა, რომელშიც ბოლდუინი მთავარ როლს ასრულებდა.

იარაღი, რომელსაც რეკვიზიტის სახით იყენებდნენ, ყალბი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი. თუმცა გასროლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ტყვიები ნამდვილია. სროლის შედეგად ტყვია და ნამსხვრევები ახლოს მყოფი ორი პირს მოხვდა. ეს ფილმის რეჟისორი და ოპერატორი აღმოჩნდა.

გალინა ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სოუსა ცოცხალია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

მოგვიანებით სანტა-ფეს ოლქის შერიფის ოფისში დაადასტურეს, რომ იარაღი ბოლდუინმა ისროლა. მას ბრალი ჯერ არ წაუყენეს. ამჟამად პოლიცია თვითმხილველების დაკითხვას აწარმოებს. თავად მსახიობი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

მთავარი კითხვა არის ახლა - რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

წყაროების თქმით, ბოლდუინს ვაზნების ტიპის შესახებ ინფორმაციას ვერ ექნებოდა. ძირითადად, ცეცხლსასროლ იარაღზე გადასაღებ მოედანზე რეჟისორის პირველი ასისტენტი ან რეკვიზიტის სპეციალისტი აგებენ პასუხს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გადაღებისას იარაღში, რომელშიც ყალბი ტყვიები უნდა იდოს, ნამდვილი ტყვიებით ისვრის. 1983 წელს ასეთ ინციდენტს სერიალ "შეთქმულების" მსახიობი ჯონ ერიკ-ჰექსამი ემსხვერპლა, 1993 წელს კი "ყვავის" გადაღებაზე ბრიუს ლის ვაჟი ბრენდონ ლი დაიღუპა.

ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით კომპანიამ Rust Movies Production LLC გაავრცელა, რომელიც "ჟანგის" წარმოებითაა დაკავებული.

"მთელი გადამღები ჯგუფი დღევანდელი ტრაგედიით სრულად შეძრულია. ჩვენ გალინას ოჯახსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ყველა, ვინც ფილმის გადაღებაზეა დაკავებული, სპეციალისტის დახმარების მიღებას შეძლებს, სანამ ჩვენ ამ საზარელი მოვლენის გადალახვას ვცდილობთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 42 წლის უკრაინელი ოპერატორია.

დაჭრილია ფილმის რეჟისორი, რომელიც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ცნობილია, რომ პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system