თავში

საბერძნეთი მიგრანტების შეჩერებას ცრემლსადენი გაზით ცდილობს

საბერძნეთი მიგრანტების შეჩერებას ცრემლსადენი გაზით ცდილობს
საბერძნეთი მიგრანტების შეჩერებას ცრემლსადენი გაზით ცდილობს

საბერძნეთის პოლიციამ და სასაზღვრო ჯარებმა თურქეთის საზღვართან მიგრანტების შესაჩერებლად, ისევ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დღეს დილით ასობით დევნილმა ისევ სცადა თურქეთის მხრიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლა, რასაც კასტანიის სასაზღვრო პუნქტზე პოლიციელებსა და დევნილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გასული კვირიდან, მას შემდეგ, რაც თურქეთმა უარი თქვა სირიელი დევნილების შეჩერებაზე, კასტანიის პოსტზე საბერძნეთის გაძლიერებული სასაზღვრო ნაწილები პატრულირებს. ამ დღეებში უკვე 10 000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა საბერძნეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

მიგრანტებთან დაკავშირებით, საბერძნეთს უკვე სერიოზული კრიზისი აქვს შექმნილი. თავშესაფრის მაძიებელ დევნილთა უმეტესობა, რომლებიც ევროპაში შეღწევას ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ, ძირითადად, საბერძნეთის კუნძულებზე, მიგრანტთა ბანაკებშია განთავსებულნი. გამწვავებული მიგრაციული კრიზისის ფონზე, ევროკავშირი  საბერძნეთს, 700 მილიონი ევროს გამოყოფას დაპირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system