თავში

საბერძნეთი ზოგიერთი ქვეყნიდან მოგზაურთათვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

საბერძნეთი ზოგიერთი ქვეყნიდან
საბერძნეთი ზოგიერთი ქვეყნიდან მოგზაურთათვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

საბერძნეთმა საკარანტინო შეზღუდვები შეამსუბუქა მათთვის, ვინც მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, სერბეთიდან და გაერთიანებული საემიროებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

შეზღუდვები შემსუბუქდა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა, ან PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი აქვს. 

უსაფრთხოების პროტოკოლი, მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია ისევ ძალაში რჩება. 

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთს 2020 წლის მარტიდან აშშ-სთან საზღვარი ჰქონდა ჩაკეტილი. ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ეს წინ გადადგმული პატარა ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას სრულ გახსნამდე მიიყვანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system