თავში

საბერძნეთის და სლოვაკეთის პრემიერების შეხვედრა ძაღლმა ჩაშალა

საბერძნეთის და სლოვაკეთის პრემიერების შეხვედრა ძაღლმა ჩაშალა
საბერძნეთის და სლოვაკეთის პრემიერების შეხვედრა ძაღლმა ჩაშალა
© facebook.com/kyriakosmitsotakis

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ძაღლმა მისი სლოვაკელ კოლეგასთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრა ჩაშალა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ორი ლიდერის შეხვედრა მიცოტაკისის ათენში მდებარე რეზიდენციაში იმართებოდა, როდესაც ძაღლმა, სახელად პინატა, ყეფა დაიწყო. ამ დროს საბერძნეთის პრემიერი ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერაზე საუბრობდა.

მიცოტაკისმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ძაღლი ცოტა ხნის წინ თავშესაფრიდან წამოიყვანა, რის გამოც ის ჯერ გარემოს ვერ შეეჩვია.

"ის პრესკონფერენციაში პირველად ერევა. უმეტესად სტუმრებს კართან ხვდება და ზრდილობიანად იქცევა", - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system