თავში

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

​საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან
საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევბეაზე ტყის ხანძრებთან ბრძოლა კვლავ გრძელდება. ალი გავრცელებას განაგრძობს და ჯერჯერობით, ის მხოლოდ ნაწილობრივ არის ლიკვიდირებული. ინფორმაციას Kathimerini ავრცელებს.

ხანძარი კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რაიონში გრძელდება. მეხანძრეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ავგარიაში ცეცხლის გავრცელება აღკვეთეს და ადგილობრივი მოსახლეობის სახლები გადაარჩინეს. თუმცა, ცეცხლი ისევ ვრცელდება მეზობელ სოფელ კამარიაზე. ხანძარი ასევე რამდენიმე სხვა დასახლებას უქმნის საფრთხეს.

საბერძნეთში უპრეცედენტო სიცხეებია. ტემპერატურამ + 45 °C- ს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system