თავში

საბერძნეთის რესტორნებს 500 მილიონი ევროთი დაეხმარებიან

საბერძნეთის რესტორნებს 500 მილიონი ევროთი დაეხმარებიან
საბერძნეთის რესტორნებს 500 მილიონი ევროთი დაეხმარებიან

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა პროგრამას საბერძნეთში პანდემიით დაზარალებული კვების ობიექტების დასახმარებლად. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტ შინასმა განაცხადა. ინფორმაციას  ადგილობირივი მედია ავრცელებს.

საბერძნეთის სამთავრობო პროგრამა თანადაფინანსებულია ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ. ის ხელმისაწვდომი იქნება იმ საწარმოებისთვის, რომელთა ბრუნვა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა. დახმარება პირდაპირი გრანტის სახით გაიცემა.

500 მილიონი ევროს პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, ბარები და სხვა დაზარალებული დაწესებულებები.

კომისიამ დაადგინა, რომ თითო ბენეფიციარისთვისდახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მილიონ ევროს. ის არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system