თავში

საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტთა დახმარების პროგრამა გაძლიერდება

საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტთა დახმარების პროგრამა გაძლიერდება
საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტთა დახმარების პროგრამა გაძლიერდება

საბერძნეთში მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის გამო, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყანაში საკუთარ პროგრამას გააძლიერებს. ამ მომენტისთვის, ორგანიზაციის წარმომადგენლებს წვდომა არა აქვთ იმ საზღვრისპირა ადგილებთან, სადაც თურქეთიდან გადასულმა მიგრანტებმა მოიყარეს თავი. დევნილების შესაკავებლად და მესაზღვრეებთან დაპირისპირების განსამუხტად, საბერძნეთის ხელისუფლება ცრემლსადენ გაზს იყენებს. დევნილებისა და საბერძნეთის ხელისუფლების დასახმარებლად, საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის საბერძნეთის განყოფილებას, პირველ ეტაპზე, 300 000 შვეიცარულ ფრანკს ჩაურიცხავს.

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტთა ნაკადი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა სირიიდან დევნილების შეკავებაზე და მას საბერძნეთისკენ საზღვარი გაუხსნა. ათენი, პრობლემის მოსაგვარებლად, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, დახმარებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system