თავში

საბერძნეთს ბოლო 43 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული ჰქონდა

​საბერძნეთს ბოლო 43 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული ჰქონდა
საბერძნეთს ბოლო 43 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული ჰქონდა

წლევანდელი ზაფხული საბერძნეთში ბოლო 43 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეტეოროლოგიური სამსახურზე დაყრდნობით ekathimerini.com ავრცელებს.

43-წლიანი პერიოდის ოფიციალური მონაცემების თანახმაიდ, მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მანამდე ყველაზე ცხელი ზაფხული 2007 წელს დაფიქსირდა, გარდა ამისა მაღალი ტემპერატურა ასევე აღრიცხულია 1987, 2000 და 2012 წლებში.

ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები 27 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში აღინიშნა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დასძინა, რომ ძალიან ცხელი ზაფხული ხმელთაშუა ზღვის ბევრ სხვა ნაწილში იყო, ისევე როგორც აშშ-ში, ციმბირსა და დასავლეთ რუსეთში.

ანომალიური სიცხეების გამო საბერძნეთში ზაფხულის განმავლობაში 154 ხანძარი მძვინვარებდა. კუნძულ ევიაზე ევაკუაცია გამოცხადდა. ტემპერატურის რეკორდი (+47) ქალაქ ლანგადასში 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ხანძრებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system