თავში

საბერძნეთში აცრილ და აუცრელ სამხედროებს ცალ-ცალკე აჭმევენ

​საბერძნეთში აცრილ და აუცრელ სამხედროებს ცალ-ცალკე აჭმევენ
საბერძნეთში აცრილ და აუცრელ სამხედროებს ცალ-ცალკე აჭმევენ

საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში კოროვირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული და არავაქცინირებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცალ-ცალკე კვების სისტემა ამუშავდა. არავაქცინირებული სამხედრო მოსამსახურეები საკვებს ადგილზე ვეღარ მიიღებენ. მათთვის მხოლოდ გატანის სერვისია ხელმისაწვდომი. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოლაოს პანაიოტოპულოსმა განაცხადა.

"მოქმედი სანიტარიული პროტოკოლებისა და მიღებული თანმხლები ზომების შესაბამისად, დადგინდა, რომ სასადილო ოთახები მოქმედებს როგორც სუფთა სივრცე, ექსკლუზიურად მათთვის, ვინც სრულად არის აცრილი ან დაავადება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა. ამასთან, არავაქცინირებული პერსონალისთვის საკვები პაკეტებით, გატანის სერვისით რიგდება“, - განაცხადა მინისტრმა.

პანაიოტოპულოსი გამოეხმაურა განცხადებასაც, რომლის თანახმად აუცრელი სამხედროებს დაითხოვენ და ფინანსურ შემწეობას შეუწვეტენ და განაცხადა, რომ ამ დროისთვის სახმელეთო ჯარების მუდმივ პერსონალს შორის 63,51%,-ია აცრილი, საზღვაო ძალებში - 72,59%, სამხედრო - საჰაერო ძალებში - 62,23%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system