თავში

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს
საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა

Dailymail-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა. დაკავებული პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. შემთხვევა ქალაქ სანტის ახლოს მოხდა. დაკავებულის ვინაობა უცნობია.

სატვირთო მაცივარში აღმოჩენილი მიგრანტების დიდი ნაწილი ავღანეთიდანაა. მაცივარი ჩართული არ იყო, თუმცა მიგრანტების ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში იგეგმებოდა მათი გადაყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system