თავში

საბერძნეთში ნაპოვნია ქალის უძველესი ქანდაკება ტუნიკაში

​საბერძნეთში ნაპოვნია ქალის უძველესი ქანდაკება ტუნიკაში
საბერძნეთში ნაპოვნია ქალის უძველესი ქანდაკება ტუნიკაში

ბერძენმა არქეოლოგებმა ტუნიკაში გამოწყობილი ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს. წინასწარი შეფასებით, ის რომის იმპერიის დროს შეიქმნა. ამის შესახებ საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს.

ქანდაკება უძველეს ქალაქ ეპიდავრში იპოვეს, რომელიც პელოპონესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის ასკლეპიუსის ტაძრითა და თეატრით არის ცნობილი, სადაც ყოველწლიურად თეატრალური წარმოდგენები იმართება. აქ არქეოლოგიური სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს.

"ახლახან უძველესი ეპიდავრის ბაზარზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. ეს არის ძალიან კარგი ხარისხის მარმარილოს ნატურალური ზომის ქანდაკება. ქანდაკება ხელებისა და თავის გარეშე იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ დაცემისას, მოტყდა", - აცხადებენ უწყებაში.

სკულპტურაზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი ტუნიკითა და მანტიით. ეს იმიჯი ანტიკურ ხანაში გათხოვილი ქალების ქანდაკებებისთვის არის დამახასიათებელი. ასე ხშირად იყო წარმოდგენილი ჰიგია, იგივე ჰიგეა - ჯანმრთელობის ქალღმერთი, ასკლეპიუსის ცოლი ან ქალიშვილი.

ქანდაკება ასკლეპიონის საწყობში გადაიტანეს. იქ მას რესტავრაცია ჩაუტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system