თავში

საბერძნეთში სახელმწიფო მოხელეები გაიფიცნენ

საბერძნეთში სახელმწიფო მოხელეები გაიფიცნენ
საბერძნეთში სახელმწიფო მოხელეები გაიფიცნენ

საბერძნეთში საჯარო მოხელეები გაიფიცნენ. ისინი უკეთეს ანაზღაურებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვენ. ამის შესახებ ABC News წერს.

ქვეყნის მასშტაბით გაფიცვის შედეგად საჯარო სამსახურები დაიხურა. მათ შორის ავიაკომპანიებმა საჰაერო მიმოსვლა პარასკევამდე, ადგილობრივი დროით დილის 8 საათამდე შეაჩერეს.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ასევე ასობით ჯანდაცვის მუშაკი გაიფიცა. ისინი ანაზღაურების გაუმჯობესებას, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლების დამატებასა და პანდემიის ფონზე უფრო მეტი სამედიცინო პერსონალის დამატებას ითხოვენ. მათ ასევე სამოქალაქო მომსახურების გადასახადების გაუქმება და სამომხმარებლო გადასახადის 15%-ით შემცირება სურთ. 

ქვეყნის მთავრობის წევრების განცხადებით, საბერძნეთი კორონავირუსის გავრცელების გამო ძალიან დაზარალდა. მათ აღნიშნეს, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა გაზარდეს და წლის ბოლომდე კიდევ მეტ საწოლს დაამატებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system