თავში

საბერძნეთში შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

საბერძნეთში შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა
საბერძნეთში შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად კარდიცას მიდამოებში დაიტბორა 5000-მდე სახლი. 

იონის კუნძულებსა და დასავლეთ პელოპონესზე ქარიშხალმა "იანოსმა" ამოძირკვა ხეები, შედეგად შეფერხდა მაცხოვრებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. ქარიშხალმა დღეისათვის უკვე ატიკას მიაღწია. 

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში რეგიონს ეწვევა, განაცხადა, რომ მთავრობა დაზარალებულ რეგიონებს ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system