თავში

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

​საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ათენის ჩრდილოეთით და აქაიას რეგიონში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას ამის შესახებ Kathimerini ავრცელებს.

მეხანძრეების თქმით, ვითარება ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა საგანგებო სამსახურები სრულად არიან მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ელეკისტრასა და სოულში სულ მცირე 6 სახლი დაიწვა. ტერიტორიის კიდევ 9 სოფლის მცხოვრებლებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ ევაკუაციისთვის იყვნენ მზად.

ცნობილია ორი დაშავებულის შესახებ, რომელთაგან ერთი მეხანძრეა.

ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 180 მეხანძრე, 48 ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავია ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system