თავში

სად წავლენ აშშ-ის ავღანეთიდან გასული ძალები?

სად წავლენ აშშ-ის ავღანეთიდან გასული ძალები?
სად წავლენ აშშ-ის ავღანეთიდან გასული ძალები?

აშშ ავღანეთიდან გამოყვანილ სამხედრო დანაყოფებს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში გადაიყვანს. ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის გაცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანი 21-ე საუკუნის გამოწვევები და მათზე კონცენტრირების აუცილებლობაა. ჯო ბაიდენის თქმით ახალი გამოწვევები ძირითადად ინდო-წყნარი ოკეანის აუზს უკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ავღანეთიდან აშშ-ის ყველა ძალის გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს. აშშ-ის სამხედრო ძალებთან ერთად ავღანეთს NATO-ს კოალიციური ძალები სრული შემადგენლობით დატოვებს.

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში აშშ-სა და "თალიბების" ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ-მა და მისმა კოალიციურმა მოკავშირეებმა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გასვლის პასუხისმგებლობა აიღეს, სანაცვლოდ "თალიბებმა" პირობა დადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს არ განახორციელებდნენ.

შეთანხმება ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, რამაც ავღანეთის 20 ლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი. ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. 19 მარტს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და "თალიბები" მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაცა ავღანეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით სამიტს რუსეთმა უმასპინძლა. სამიტში აშშ-ც მონაწილეობდა, რაც სამშვიდობო პროცესის განმავლობაში პირველი მსგავსი ძალისხმევა იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system