თავში

სადავო წყლებთან დაკავშირებით თურქულ-ბერძნული მოლაპარაკებები იწყება

სადავო წყლებთან დაკავშირებით თურქულ-ბერძნული მოლაპარაკებები იწყება

ხუთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, თურქეთი და საბერძნეთი ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით მოლაპარაკებებს მართავენ.

ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში ენერგორესურსების მოპოვებაზე მონოპოლიასთან დაკავშირებით ორი ქვეყანა კონფლიქტის ზღვარზე იმყოფება.

თურქეთში საბერძნეთის დელეგაციის გამგზავრებამდე ქვეყნის პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკისმა სადავო წყლებში საზღვრის დემილიტაციის საკითხში პროგრესის მიღწევის მედი გამოთქვა. საბერძნეთი, რომელმაც მანამდე სამხედრო პოტენციალის გაძლიერება დაიწყო, აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

გასულ კვირაში თურქეთი საბერძნეთს, ეგეოსის ზღვაში საზღვრების გაფართოების შემთხვევაში, საომარი მოქმედებებით დაემუქრა. ბერძნული მხარე აცხადებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი საქმეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში აღძრავენ.

2016 წლიდან თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები იმდენად დაიძაბა რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც კი კომუნიკაცია შეწყდა. NATO-ს მოკავშირეებს შორის ურთიერთობები დევნილებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ წელს თურქეთმა განაცხადა, რომ დევნილებს ევროპისკენ გზას უხსნიდა და ათასობით ლტოლვის საბერძნეთში გადასვლისკენ მოუწოდა. ამ ფონზე მხარეებს შორის მოლაპარაკებათა განახლებას ევროკავშირი მიესალმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system