თავში

საფრანგეთი 25 მილიონი პირბადის დარიგებას გეგმავს

საფრანგეთი 25 მილიონი პირბადის დარიგებას გეგმავს
საფრანგეთი 25 მილიონი პირბადის დარიგებას გეგმავს

საფრანგეთში მოსახლეობას მილიონობით მრავალჯერადი მოხმარების პირბადეზე ექნება წვდომა. მთავრობამ ამის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ადამიანებს აჩვენის, რამდენად მნიშვნელოვანია "COVID-19-ის" პანდემიის დროს მათი ტარება. 

საშინაო და საგარეო მიზნებისთვის 10 მილიონზე მეტი ნაჭრის პირბადე უკვე მზადაა, ხოლო აპრილის ბოლომდე მათი რიცხვის გაზრდა 25 მილიონამდე იგეგმება. მათი გაყიდვა აფთიაქებში, სუპერმარკეტებსა და ონლაინ რეჟიმში 4 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგნეს პენიერ-ლუნაჩერმა "Les Echos-თან" ინტერვიუში განაცხადა. 

საფრანგეთის მთავრობას გადაწყვეტილებას სამედიცინო სპეციალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებული პოზიცია არაერთხელ შეცვალეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system