თავში

საფრანგეთი აფრიკაში საკუთარი სამხედრო მისიის როლს გადახედავს

​საფრანგეთი აფრიკაში საკუთარი სამხედრო მისიის როლს გადახედავს
საფრანგეთი აფრიკაში საკუთარი სამხედრო მისიის როლს გადახედავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დასავლეთსა და ცენტრალურ აფრიკაში საკუთარი სამხედრო ოპერაციების როლს გადახედავს. მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 26 ნოემბერს, ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლისას, ორმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და 13 სამხედრო დაიღუპა. მაკრონის თქმით, საფრანგეთის მისია აფრიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული სიტუაცია მათ ყველა სტრატეგიული ვარიანტის განხილვას აიძულებს.

საფრანგეთის ხელისუფლება და შეიარაღებული ძალები ამ საკითხზე მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

26 ნოემბერს მალიში საფრანგეთის ვერტმფრენების კატასტროფა ქვეყნისთვის ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი იყო ბოლო 40 წლის განმვლობაში.

აფრიკაში სამშვიდობო მისიაში საფრანგეთის 4500 სამხედრო მონაწილეობს. პრეზიდენტ მაკრონის თქმით, მისია საფრანგეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და აფრიკის დაცვას ისახავს მიზნად.

აფრიკაში დაღუპულ 13 სამხედროს პარიზში, სამხედრო პატივით, ორშაბათს დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system