თავში

საფრანგეთი აუცრელებისთვის კარანტინს არ დააწესებს

​საფრანგეთი აუცრელებისთვის კარანტინს არ დააწესებს
საფრანგეთი აუცრელებისთვის კარანტინს არ დააწესებს

საფრანგეთი კორონავირუსზე აუცრელი პირებისთვის კარანტინს არ დააწესებს ისე, როგორც ეს მისმა ევროპელმა მეზობლებმა გააკეთეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

"ის ქვეყნები, რომლებიც კეტავენ არავაქცინირებულებს, არის ქვეყნები, სადაც ჯანმრთელობის პასპორტები არ შესულა ძალაში. ამიტომ საფრანგეთში ამ ნაბიჯის საჭიროება არ არის", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 ნოემბრიდან ავსტრიამ არავაქცინირებულებისთვის კარანტინი დააწესა. ავსტრიის მთავრობა ამბობს, რომ ასეთი ნაწილობრივი ჩაკეტვით მას სურს, თავიდან აიცილოს დამატებითი შეზღუდვები სრულად ვაქცინირებულების შემთხვევაში. შეზღუდვები ძალაში, სულ მცირე, 10 დღის განმავლობაში იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system