თავში

საფრანგეთი ბრიტანეთიდან შემოსულებისთვის შეზღუდვებს ხსნის

​საფრანგეთი ბრიტანეთიდან შემოსულებისთვის შეზღუდვებს ხსნის
საფრანგეთი ბრიტანეთიდან შემოსულებისთვის შეზღუდვებს ხსნის

საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან შესვლის შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას RTÉ ავრცელებს.

მთავრობამ გადაწყვიტა მოხსნას შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მოგზაურებს საფრანგეთში შესვლა მხოლოდ გადაუდებელი საკითხების შემთხვევაში შეეძლოთ. შეზღუდვა 16 დეკემბრიდან მოქმედებდა, რადგან პარიზი შიშობდა, რომ დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში შტამი "ომიკრონი" მოხვდებოდა.

შეზღუდვა მოიხსნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში კოროვირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბრიტანეთში შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა. ამასთან, შემსუბუქება ეხება მხოლოდ ვაქცინირებულ მოგზაურებს, იმ პირობით, რომ ისინი PCR-ტესტის უარყოფით პასუხსაც წარადგენენ.

„დღეს ორივე ქვეყანაში შტამის ფართო გავრცელება საშუალებას აძლევს მთავრობას, განახორციელოს შემდეგი ცვლილებები“, - განაცხადეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის პრესსამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system