თავში

საფრანგეთი და გერმანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის მილიარდ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი და გერმანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის
საფრანგეთი და გერმანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის მილიარდ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, 500 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონორი-ქვეყნების ონლაინ-კონფერენციისას განაცხადა. 

525 მილიონი ევროს გამოყოფას ამავე მიზნით გერმანიაც გეგმავს. ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, გერმანია გლობალური ჯანდაცვის კუთხით ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს და კიდევ დამატებით 1,3 მილიარდი ევროს მობილიზებას ახდებს.  

კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 7,5 მილიარდი ევროს შეგროვებას გეგმავს. 

ევროკავშირი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, შემოწირულობა გაიღონ. დონორთა მარათონი "გლობალური პასუხი" კორონავირუსზე ევროკომისიის ინიციატივით იმართება.

ევროკომიისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system