თავში

საფრანგეთი ჰიდროქსილქლოროქინის კლინიკურ გამოცდას წყვეტს

​საფრანგეთი ჰიდროქსილქლოროქინის კლინიკურ გამოცდას წყვეტს
საფრანგეთი ჰიდროქსილქლოროქინის კლინიკურ გამოცდას წყვეტს

საფრანგეთი წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ, კორონავირუსის წინააღმდეგ ჰიდროქსილქლოროქინის კლინიკური კვლევების შეჩერება გადაწყვიტა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უსაფრთხოების მიზნებით არის განპირობებული.

მანამდე, სიკვდილიანობის რისკის მატების გამო, ჰიდროქსილქლოროქინის კლინიკური გამოცდის შეჩერების შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა გააკეთა. წამლის მოქმედების ეფექტურობა უკვე არსებული შედეგების ფონზე გადაიხედება.

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა საბჭომ კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის გაიდლაინიდან ჰიდროქსილქლოროქინის ამოღების რეკომენდაცია უკვე გასცა. თუმცა პაციენტები, ვინც ამ პრეპარატით უკვე მკურნალობას, მისი მიღება პროტოკოლის დასრულებამდე შეუძლიათ.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჰიდროქსილქლოროქინის გამოცდა 16 კლინიკურ ობიექტზე მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system