თავში

საფრანგეთი ნიგერში საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის გამოძიებას იწყებს - განახლებულია

საფრანგეთი ნიგერში საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის გამოძიებას იწყებს
საფრანგეთი ნიგერში საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის გამოძიებას იწყებს - განახლებულია

საფრანგეთი ნიგერში საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

მისი ცნობით, მკვლელობის გამოძიება შიდა უსაფრთხოების მთავარ სამმართველოსა (DGSI) და ანტიტერორისტულ ქვესამმართველოს (Sdat) დაევალა. 

-10:11-

ნიგერის სამხრეთ-დასავლეთით შეიარაღებული პირები ტურისტების ჯგუფს დაესხნენ თავს. მოკლულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ადგილობრივი გიდი და 6 ფრანგი ტურისტი.

თავდასხმა კურეს ნაკრძალში მოხდა, რომელიც დედაქალაქ ნიამეიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ნაკრძალი, სადაც დიდი რაოდენობით ჟირაფები ბინადრობენ, ტურისტებისთვის ეგზოტიკურ ადგილს წარმოადგენს. შეიარაღებული პირები ნაკრძალში მოტოციკლებით მივიდნენ.

ნიგერის, ანუ იგივე ტილაბერის რაიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. აქ სამი ქვეყნის -  მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის საზღვარი იკვეთება. აფრიკის ამ ნაწილში ისლამისტებისა და ტერორისტების ექსტრემისტული დაჯგუფება "დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო" მოქმედებს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ნაწილია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system