თავში

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდპასპორტებს დანეგავს

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდპასპორტებს დანეგავს
საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდპასპორტებს დანეგავს

ციფრული კოვიდპასპორტის ტესტირება უკვე დაიწყო. საფრანგეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდპასპორტს ოფიციალურად დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემენტ ბონამ განაცხადა, რომ აპლიკაცია სახელად TousAntiCovid, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, მიუხედავად პანდემიისა.

ევროკომისია ამ სისტემის მასშტაბების გაფართოებას 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა ციფრული COVID-პასპორტის აპლიკაცია და ამ კვირაში ტექნოლოგია შემოწმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system