თავში

საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში,  სავოის დეპარტამენტში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი გალიბიერის უღელტეხილთან, ვალორის კომუნის მახლობლად ჩამოწვა.

ინციდენტის ადგილზე პოლიციის ოფიცრები, ორი ვერტმფრენი და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მუშაობენ.

პოლიციის ადგილობრივი დეპარტამენტის ცნობით, ზვავი ტურისტების ორ ჯგუფს დაატყდა თავს.

ამ დროისათვის, სამძებრო სამაშველოები გრძელდება, რათა სამართალდამცავები დარწმუნდნენ, რომ ზვავის ქვეშ სხვა არავინ არის მოყოლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system