თავში

საფრანგეთის სანაპიროზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

​საფრანგეთის სანაპიროზე ტყის ხანძრებს ებრძვიან
საფრანგეთის სანაპიროზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთით, მარსელთან ახლოს, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში ხანძარს 1800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ევაკუირებულია 2700 ადამიანი, მათ შორის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები. სახიფათო ზონიდან ტურისტების ნავებით გაყვანა გახდა საჭირო.

სანაპიროს გასწვრივ დამწვარია 1000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა და შვიდი სახანძრო თვითმფრინავი მუშაობს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხდება. მეხანძრეებს ხელს მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის. სინოპტიკოსები დღის ბოლოსთვის ქარის შესუსტებას პროგნოზირებენ.

იმავე რეგიონში კიდევ ერთი ხანძარი სამრეწველო პარკის სიახლოვეს გაჩნდა. ცეცხლმა 120 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა და შენობა და რამდენიმე საწარმო დააზიანა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system