თავში

საფრანგეთის საზღვარი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ჩაიკეტება

​საფრანგეთის საზღვარი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ჩაიკეტება
საფრანგეთის საზღვარი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ჩაიკეტება

საფრანგეთი, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ძალაში 31 იანვრიდან შევა.

ზომები მკაცრდება ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც. საფრანგეთში შესვლის მსურველებს საზღვარზე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის საზღვარი ჩაიკეტება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვისაც, თუმცა ნებადართული იქნება სატვირთო გადაზიდვებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსით 3 153 487ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 75 620-ს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system