თავში

საფრანგეთის ცირკსა და დელფინარიუმში გარეულ ცხოველებს აკრძალავენ - PHOTO

​საფრანგეთის ცირკსა და დელფინარიუმში გარეულ ცხოველებს აკრძალავენ
საფრანგეთის ცირკსა და დელფინარიუმში გარეულ ცხოველებს აკრძალავენ - PHOTO

საფრანგეთის ცირკსა და დელფინარიუმებში გარეული ცხოველების თანდათან შემცირებას გეგმავენ. პროექტი მინისტრმა ეკოლოგიურ საკითხებში ბარბარა პომპილიმ წარადგინა. დოკუმენტი ასევე ზოოპარკებში ცხოველებისთვის პირობების გაუმჯობესებასა და ბეწვეულის საწარმოებლად წაულას ფერმების დახურვას ითვალისწინებს.

"მტაცებლები, სპილოები, მაიმუნები, დელფინები და წაულებიც: დროა ახალი ერა დავიწყოთ ამ ცხოველებთან დამოკიდებულებაში",- განაცხადა მინისტრმა.

ბარბარა პომპილის კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, თუმცა, განაცხადა, რომ ცირკებისა და დელფინარიუმების რესტრუქტურიზაციას 7-10 წელი დასჭირდება.

რაც შეეხება წაულების ფერმებს,  ისინი მთლიანად დაახლოებით 5 წელიწადში აიკრძალება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system