თავში

საფრანგეთმა ბრეტანის ნახევარკუნძულთან ბირთვული რაკეტა გამოსცადა

​საფრანგეთმა ბრეტანის ნახევარკუნძულთან ბირთვული რაკეტა გამოსცადა
საფრანგეთმა ბრეტანის ნახევარკუნძულთან ბირთვული რაკეტა გამოსცადა

საფრანგეთმა ბრეტანის ნახევარკუნძულთან ბალისტიკური რაკეტა M51გამოსცადა, რომლის გაშვება ატომური წყალქვეშა ნავიდან Le Téméraire მოხდა.

თავდაცვის უწყების განცხადებით, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

რაკეტის საბოლოო სამიზნე ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. მის მოძრაობას ბოლომდე თვალ-ყურს ადევნებდნენ რადარებისა და საკონტროლო გემის საშუალებით.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაკეტის გამოცდა ბირთვული ქობინის გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოხდა.

Téméraire საფრანგეთის ბალისტიკური რაკეტების მზიდი მეორე ატომური წყალქვეშა ნავია. საფრანგეთს ასეთი სულ 4 აქვს და ახლა ყველა მათგანი ბალისტიკური რაკეტებით M51 არის აღჭურვილი. Téméraire-ის განახლება 2018 წელს მოხდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის გაერთიანებული თავდაცვის ძალების შექმნის მომხრეა. ამ პროცესის განხილვას ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ და მის შედეგად შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system