თავში

საფრანგეთმა, შესაძლოა, სავალდებულო Covid-ვაქცინაცია შემოიღოს

​საფრანგეთმა, შესაძლოა, სავალდებულო Covid-ვაქცინაცია შემოიღოს
საფრანგეთმა, შესაძლოა, სავალდებულო Covid-ვაქცინაცია შემოიღოს

საფრანგეთში COVID-19-ის ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით პრიორიტეტი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეარხების TF1 და LCI ინტერვიუში განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საფრანგეთში სავალდებულო გახდეს, მაკრონმა აღნიშნა: ”ეს ჰიპოთეზა არსებობს”.

ამასთან, მან დასძინა, რომ საფრანგეთში იმ ადამიანების თითქმის 90%, რომლებსაც ვაქცინაციის უფლება აქვთ, უკვე აცრილია.

თუმცა, მაკრონმა მოუწოდა მათ, ვინც ჯერ არ აცრილა, ვაქცინაცია გაიაროს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია სასურველია, მაგრამ „ეს მშობლებზე იქნება დამოკიდებული“.

გარდა ამისა, მაკრონმა შობაზე ახალი შეზღუდვების დაწესება არ გამორიცხა და განაცხადა, რომ "ასეთ საკითხებში ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო". ისი თქმით, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში საავადმყოფოების გადატვირთვას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system