თავში

საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერ წვიმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ს კვლავ ეძებენ

საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერ წვიმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ს კ
საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერ წვიმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ს კვლავ ეძებენ

საფრანგეთსა და იტალიაში, ძლიერი წვიმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 პირი დაკარგულად გამოცხადდა და ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ქარიშხალმა, სახელწოდებით "ალექსი", საფრანგეთში, ნიცას მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელი გაანადგურა. მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა 100-მდე სახლი. 

საფრანგეთში, სულ მცირე 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის 2 მაშველია, რომელიც ადიდებულმა მდინარემ წაიყვანა. 

იტალიაში, სტიქიას სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა - ერთი მაშველი და მეორე 30 წლის მამაკაცი, რომელიც მდინარემ გაიტაცა.  

მდინარე პოში წყლის დონე ბოლო 24 საათში 3 მეტრით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system