თავში

საფრანგეთში 24 საათში COVID-19-ით 761 ადამიანი დაიღუპა

​საფრანგეთში 24 საათში COVID-19-ით 761 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში 24 საათში COVID-19-ით 761 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში გასული დღე-ღამეში კორონავირუსს 761 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 18 681-ს აღწევს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 165,027-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 31 190 პაციენტი, ხოლო 6027 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system