თავში

საფრანგეთში 30 ივნისიდან, შესაძლოა, პირბადეების ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იყოს

​საფრანგეთში 30 ივნისიდან, შესაძლოა, პირბადეების ტარება ღია სივრცეში
საფრანგეთში 30 ივნისიდან, შესაძლოა, პირბადეების ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იყოს

საფრანგეთში არ გამორიცხავენ, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება და კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებს, 30 ივნისიდან, შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იყოს. ამის შესახებ RTL-ის ეთერში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

"თუ ყველაფერი კარგად წავიდა, 30 ივნისიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება”, - განაცხადა მან.

ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების დადებით ფაქტორებს შორის სალომონმა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარება დაასახელა.

საფრანგეთში კორონავირუსის ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა, 30,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო. ახლა აცრა ქვეყნის ყველა მოზრდილს. 15 ივნისიდან ვაქცინაცია ხელმისაწვდომია 12 წელზე გადაცილებული მოზარდებისათვის. მთავრობა COVID-19-ის წინააღმდეგ ყველა ზრდასრული ადამიანის ვაქცინაციას ზაფხულის ბოლომდე გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system