თავში

საფრანგეთში არქეოლოგებმა მე-2 საუკუნის ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს

საფრანგეთში არქეოლოგებმა მე-2 საუკუნის ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს
საფრანგეთში არქეოლოგებმა მე-2 საუკუნის ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს

საფრანგეთის არქეოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRAP) მეცნიერთა ჯგუფმა ცენტრალურ საფრანგეთში, ტურენში მე-2 საუკუნის გალო-რომაული ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს. მათი აზრით ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ რეგიონში ეს არის მეღვინეობის ყველაზე ადრეული ხანა.

"მეღვინეობის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ადრეულ რომაულ გალოში ღვინის წარმოება უფრო ადრე იყო გავრცელებული, ვიდრე აქამდე ეგონათ", - განაცხადა ერთ-ერთმა არქეოლოგმა.

არქეოლოგებმა ღვინის სათავსოს გვერდით ასევე აღმოაჩინეს დიდი საცხოვრებელი სახლის საძირკველი. მათი თქმით, მარმარილოს ფრაგმენტების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელიც დაახლოებით, ჩვენი წელთაღრიცხვით I-III საუკუნეებში აშენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system