თავში

საფრანგეთში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება

​საფრანგეთში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება
საფრანგეთში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს COVID-19-თან.

ვერანის თქმით, ინფორმაცია მან პარიზელი ექიმებისგან მიიღო.

"დაახლოებით 15 ბავშვს მაღალი სიცხე, საკვების მონელების პრობლემა და სისხლძარღვების ზოგადი ანთებითი სინდრომი აღენიშნება, რაც, შესაძლოა, გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს", - განაცხადა ვერანმა.

მისი თქმით, ამ ბავშვებში, საბედნიეროდ, ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა და ექიმები მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება და მეტი დეტალის დასადგენად სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოების მობილიზაციას ახორციელებს იმისთვის რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა ამ ფორმასა და ახალ კორონავირუსს შორის კავშირი.

მანამდე ბრიტანეთი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში იმატა შემთხვევებმა, როდესაც რეანიმაციებში ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა აღენიშნება, რაც მუცლის ტკივილს და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მათი აზრით, შესაძლოა, ეს COVID-19-ს უკავშირდებოდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system