თავში

საფრანგეთში COVID19-ის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში COVID19-ის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში COVID19-ის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 4 070 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი დაბალია, რადგან შაბათს ქვეყანაში 14 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უცხოური მედიის ცნობით, ორშაბათობით საფრანგეთში,  ვირუსის ნაკლები შემთხვევები ვლინდება, რადგან კვირას ქვეყანაში შედარებით ნაკლები ტესტი ტარდება.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის 542 639 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 31 808 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system