თავში

საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსიდა

საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსიდა
საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსიდა

საფრანგეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ლანდის დეპარტამენტის ფრინველის ფერმაში 6000 იხვს ფრინველის გრიპის მეტად აქტიური H5N8 ვირუსი დაუფიქსირდათ. ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"ეს H5N8 ვირუსი, რომელიც ადამიანებს არ გადაეცემა, ევროპაში ველურ ბუნებაში გადამფრენი ფრინველების მეშვეობით აქტიურად ვრცელდება", - განაცხადეს სამინისტროში.

პროფილაქტიკის მიზნით, ლანდის დეპარტამენტის ლაბორატორიის მიერ მიღებული პირველი ტესტის შედეგების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ფრინველის ფერმაში ყველა იხვს დახოცავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system