თავში

საფრანგეთში ინდური შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში ინდური შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში ინდური შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ლო და გარონაში. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს რეგიონში ლო და გარონაში. იგი გამოვლინდა ქალაქ ტულუზის ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო გადამდები ვარიანტია, რომელიც მცირედით უფრო მდგრადია ვაქცინების მიმართ, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ჩატარებული კვლევები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ამის შესახებ თამამად ვისაუბროთ", - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

ცნობილია, რომ ახალი შტამი დაუდასტურდა ფრანგს, რომელიც ქვეყანაში ინდოეთიდან ჩავიდა. ხელისუფლებამ შესაბამის ორგანოებს კონტაქტების მოძიება დაავალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system