
საფრანგეთში პოლიციამ იზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის 480 ათასი საჯარიმო ქვითარი გამოწერა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა. ინფორმაციას France Info ავრცელებს.
"დარღვევების მიუხედავად, ფრანგები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებულია ერია და თვითიზოლაციას უმეტესობა იცავს", - დასძინა მინისტრმა.