თავში

საფრანგეთში ქალი ატრაქციონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

საფრანგეთში ქალი ატრაქციონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
საფრანგეთში ქალი ატრაქციონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

საფრანგეთში 30 წლის ქალი ერთ-ერთი პარკის ატრაქციონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. 

პარკის ადმინისტრაციის თქმით, ქალი ფორმულა 1-ის მოძრავი მანქანიდან გადმოვარდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დამხმარება მალევე გამოჩნდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

თვითმხილველის თქმით, რომელიც ატრაქციონის მახლობლად იმყოფებოდა, მას ყვირილის ხმა შემოესმა, ადგილზე მისულს კი მიწაზე დავარდნილი ქალი დახვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system