თავში

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა
საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, 17 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მოქალაქეებს ქუჩებში გადაადგილება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ეკრძალებათ. კომენდანტის საათი მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. 

კომენდანტის საათი იმოქმედებს ილე-დე-ფრანსის, გრენობლის, ლილის, ლიონის, ტულუზის, აიქს-ან-პროვანსის, მარსელის, მონპელიეს, სენტ-ეტიენისა და რუანის დასახლებებში, ასევე ლე ტუკეტსა და კრეილში.

აღნიშნული რეგულაციის დარღვევისათვის პირი 135 ევროს ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო, განმეორებითი დანაშაულისთვის ჯარიმა  3750 ევროს ან ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. 

მთავრობის ბრძანებით, საფრანგეთის მასშტაბით, რესტორნები, ბარები, კაფეები და კინოთეატრები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიკეტება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system